Tuesday, 29 March 2016

საქართველოს შიგა წყლები

თემა: საქართველოს შიგა წყლები ( მდინარეები, ტბები, შიგა წყლები) 

მასწავლებელი: თ. მშვიდობაძე
  

   გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის გამეცნო საქართველოს შიგა წყლები, მიზნის მისაღწევად და შედეგზე გასასვლელად მოსწავლეებმა მოიძიეს სხვადასხვა წყაროებიდან ინფორმაციები, ჯგუფებში განიხილეს, წარადგინეს სლაიდ-შოუ, შეაჯამეს პრეზენტაციის სახით, თვალსაჩინოდ კონტურულ რუკაზე დაიტანეს ფერადი ბურთულებით მნიშვნელოვანი მდინარეები, ტბები, წყალსაცავები. საბოლოოდ ერთობლივად შემუშავებული შეფასების კრიტერიუმებით შევაჯამეთ გაკვეთილი.   

    გაკვეთილს ესწრებოდნენ: დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში    მ. ხიმშიაშვილი, ფასილიტატორი ლეილა დუმბაძე,  სკოლის პედაგოგები: შეფასების ჯგუფის წევრი და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნ. კახიძე, გეოგრაფიის მასწავლებელი ნ. ვაშალომიძე, ქიმიის მასწავლებელი მ. ჭყონია, ისტორიის მასწავლებელი თ. დუმბაძე  და მუსიკის მასწავლებელი გ. ლომთაძე.